წყალტუბოში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი ცენტრი დაფუძნდა
12-11-2018, 16:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი ცენტრი დაფუძნდა. ცენტრი საინიციატივო ჯგუფმა დააფუძნა და გარდა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარდაჭრის გამოცხადებისა მიზნად ისახავს წყალტუბოს განვითარების პერსპექტივებზე საუბარს.

 


ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელის ლილი გელენიძის თქმით, „საზოგადოებრვი მხარდაჭრის ცენტრი" აქტიურად აპირებს მუშაობას მომდევნო წლების განმავლობაში. მისივე განცხადებით, ცენტრი აქ მცხოვრებლებს სთავაზობს სივრცეს, არაფორმალურ გარემოს, სადაც ნებისმიერ წყალტუბოელს შეუძლია მივიდეს და ქალაქისთვის საჭირო თემებზე მოსაზრებები თანაქალაქელებს გაუზიაროს.

 


„დღეს წყალტუბოში არ არსებობს სივრცე, სადაც რიგითი მოქალაქეები შევიკრიბებით და ვისაუბრებთ ქალაქის, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა თუ მის მომავალზე. ეს ცენტრი არის საშუალება ნებისიერი ადამიანისთვის, რომელსაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე. დღეს კი ქვეყანას ნამდვილად სჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. სწორი არჩევანის ხაზი კი გადის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატზე. ჩვენ, ცენტრის დაფუძნებით ღია მხარდაჭერას ვუცხადებთ "ქართული ოცნების" მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატიული განვითარება არ უნდა დადგეს კითხვისნიშნის ქვეშ. მჯერა ცენტრი მომდევნო წლების განმავლოაბშიც თავის წვლილს შეიტანს ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღის მშენებლობაში", ამბობს „საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლილი გელენიძე.

 


საზოგადოებრივ მხარდაჭერის ცენტრში დღეს პირველი შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც ორმოცდაათამდე წყალტუბოელი ესწრებოდა.

 


„საქართველო დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ყველა ქართველმა თავისი სახლში, ოჯახში, ქალაქში, ქვეყანაში თავი უნდა იგრძნოს მშვიდობიანად. ამიტომ ვართ დღეს აქ. სალმე ზურაბიშვილზე არჩევანის გაკეთება არის დღეს ჩვენი იმედი, რომე ხვალ ჩვენი ქვეყანა იქნება უფრო უკეთესი", ამბობს ადგილობრივი გულნაზი ქუთათელაძე.

 


საზოგადოებრივი ცენტრი რუსთაველის 9 ნომერში (სასტუმრო ორიონი) იფუნქციონირებს. ნებსიმეირ მსურველს დღის ნებისმიერ მონაკვეთში და კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლია ესტუმროს ცენტრს.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი