ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში
12-11-2018, 17:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი - კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ საუბრობს მაღალ მატერიებზე - ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

 

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია.

 

 

„უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ დანაშაულის შედეგია ძალიან მძიმე - სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის, შეგახსენებთ დანაშაულებს: ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ათიათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. თქვენი დანაშაულის შედეგია ეს ყველაფერი და ამას თქვენ უწოდებთ „შეცდომას“. ეს არის თქვენი დანაშაული, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. უკვე 5 პასუხი მიიღეთ და მიიღებთ კიდევ ერთ პასუხს. ეს არის უმძიმესი კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა. ეს იყო ერთერთი დანაშაული, რაც მე ვთქვი, როდესაც მან ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის განხორციელებას“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ეს იყო მარტო ერთ-ერთი დანაშაული“.

 

 

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში და ამის გარანტი ქვეყანაში ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემაა.

 

 

„ჩვენ გვახსოვს უამრავი სხვა დანაშაული: ადამიანების წამება, მამაკაცების გაუპატიურება. ეს უბედურება არის ის, რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს არის მათი სახე. მათ არ აქვთ სარკეში ჩახედვის რესურსი, მათ არ შეუძლიათ, შეხედონ საკუთარ თავს სარკეში და ამიტომ ვერ აღიქვამენ იმას, სადაც არიან და არიან იქ, რაც თქვა გვარამიამ. ზუსტად თქვა, არიან ნაციონალები - ეს არის ზუსტი დახასიათება იმ მდგომარეობისა, რა მდგომარეობაშიც არის დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ იქვე დარჩეს სადაც თქვა ნიკა გვარამიამ. ეს აუცილებლად შესრულდება და იქნება ასე. ეს არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში და ამის გარანტია არის, ბუნებრივია, ის დემოკრატიული სისტემა, რომელიც არის ჩვენთან ჩამოყალიბებული“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 1
#1   david
      
დაუნი ხარ! wink

ნუთუ ვერ ხვდები რომ ხალხი დაგცინის შე დეგრადირებულო.
12 ნოემბერი 2018 08:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი