„თქვენთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს“ - ირმა ინაშვილმა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას მიმართა
12-11-2018, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას მიმართა - „გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, თქვენი არავის ეშინია ამ ქვეყანაში. იმ პლაკატებს, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამით“.

 

 

„თქვენთვის დასათმობი საქართველო ჩვენ არ გვაქვს, თქვენთვის გასაწირი პატიმრები ჩვენ არ გვყავს. ნუ გვახსენებთ ბედუკაძეებს, თქვენ შექმენით ეგ ხალხი. ბედუკაძემ სამოქალაქო მამაცობა გამოიჩინა და გამოიტანა კადრები, ამხილა სისტემა და რეჟიმი. დიახ, უნდა გამოიძიონ სარალიძის და მაჩალიკაშვილის საქმეები. თუმცა, თქვენ არ გინდათ იმაზე საუბარი, რაც ჩაიდინეთ, რადგან ის სისხლის სამართლის და სისტემური დანაშაული იყო. ყოველ დღე მადლობას უნდა უხდიდეთ ბიძინა ივანიშვილს, იმან გადაგარჩინათ თქვენ.

 

 

ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და გაყიდეთ კოდორი. გრძელი ენით გველაპარაკებით იმაზე, რომ თურმე ლეგიტიმაცია გაქვთ... რა ლეგიტიმაცია გაქვთ, 17.5% მიიღო გრიგოლ ვაშაძემ საერთო ამომრჩევლის, 80%-მა უარი გითხრათ. მეორე ტურში კიდევ მეტი გეტყვით უარს. ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან, მორალურად, პოლიტიკურად, ზნეობრივად. გვარამიასიც არავის ეშინია დედას რომ იგინება, დაგივლით სათითაოდ დედიან-მამიანად, ყველას“, განაცხადა ინაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი