გიორგი მარგველაშვილი: პარიზის მშვიდობის ფორუმი საქართველოს პრობლემატიკაზე მსჯელობის კარგი შესაძლებლობა იყო
12-11-2018, 19:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს პრობლემატიკის განხილვის შესაძლებლობისათვის.

 

 

მშვიდობის ფორუმი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით გაიმართა.

 

 

„ამ დღეების განმავლობაში საქართველოს დელეგაცია მუშაობდა პარიზის მშვიდობის ფორუმის ფორმატში, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

 

ფორუმს მსოფლიოს 100-მდე ლიდერი ესწრებოდა და ფორუმის ორგანიზატორებმა მოგვცეს შესაძლეობლობა ერთმანეთთან არაფორმალური ურთიერთოებისათვის და იმ საკითხების განხილვისათვის, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

 

 

მომეცა შესაძლებლობა საქართველოს პრობლემატიკაზე მესაუბრა.

 

 

პირველი მსოფლიო ომი, ისევე როგორ მეორე მსოფლიო ომი არის ტრაგედია, იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობისა და საერთო პრინციპების ღირებულებები იქნა დავიწყებული და ამან მიიყვანა კაცობრიობა კატასტროფამდე.

 

 

ამ კონტექსტში, ძალიან აქტუალურად და ზუსტად ჟღერდა ის სირთულეები, რაც საქართველოს აქვს საკუთარი მეზობლის მიმართ, რადგან საქართველოს ოკუპაცია, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება არის სწორედ ღირებულებებისა და საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფა.

 

 

მადლობა მინდა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს, რათა ამ საკითხების განხილვის შესაძლებლობა მოგვეცა", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი