გიორგი ქობულიამ ტექნოპარკში გლობალური მეწარმეობის კვირეული გახსნა
13-11-2018, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ტექნოპარკში დღეს გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო, რომელიც 18 ნოემბრამდე გასტანს. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გლობალური სამეწარმეო კვირეული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირების, მეწარმეობის პოპულარიზაციისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერად.

 

 

პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის ჩართული. გლობალური მეწარმეობის კვირეული გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით ხორციელდება. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.

 

 

კვირეულის მთავარი მიზანი და ამოცანა ახალგაზრდა ინოვატორების, მეწარმეების, მეცნიერების და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საერთაშორისო პლატფორმაზე თავისი პროდუქტისა და მომსახურების გატანაში ხელშეწყობაა. „დარწმუნებული ვარ, კვირეულის საქართველოში ჩატარება საუკეთესო საშუალება იქნება, რათა ქართველმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, რაც სამომავლოდ ახალ ინოვაციურ ბიზნესიდეებსა და ბაზარზე კონკურენტუნარიანი სტარტაპების ჩამოყალიბებაში გამოიხატება“, აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

 


ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული იდეების კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.

 

 

გლობალური მეწარმეობის კვირეულის პროგრამაში ჩართული იქნება საქართველოს ყველა რეგიონული ტექნოპარკი თუ ინოვაციური ცენტრი. ისინი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერის საკითხს მეწარმეობაში.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი