„პოზიცია“ იმ სქემაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდების გადაბირებას ცდილობს
09-07-2015, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იმ სქემის დეტალები გაასაჯაროვა, რომლითაც, მისი თქმით, გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდების გადაბირებას ცდილობს.


ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გურამ ადამაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბრალი ახალგაზრდების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დასდო და პროკურატურას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.


როგორც ადამაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ პროგრამის – „სახელმწიფო 3.0“ -ის მეშვეობით ცდილობს.


„როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ გამოიკვლია, სააკაშვილისა და ვაშაძის დავალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაყვანილ მოზარდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ოჯახებში აბინავებენ და თითოეულ ოჯახს ერთი თვის განმავლობაში ქირის სახით 800 ლარს, ყოველგვარი ხელშეკრულების დადების გარეშე უხდიან. თან მოსახლეობას ატყუებენ, რომ თითქოს-და ამ პროექტს სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ. მოზარდები დასვენებისა და გარკვეული ტრეინინგების პარალელურად ჩაბმულნი არიან ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების პროცესში. სინამდვილეში კი, ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ინტერესებია. „ნაციონალების“ ლიდერები ახალგაზრდებს ტრენინგებზე, შეიძლება ითქვას, რომ ტვინებს ურეცხავენ და მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყობენ; მოზარდების მშობლებს იმადლიერებენ იმით, რომ მათი შვილები ბანაკებში დასასვენებლად უფასოდ დაჰყავთ, ადგილობრივ მოსახლეობას კი იმით, რომ მოზარდები მათ საზაფხულო სამუშაოების შესრულებაში ეხმარებიან. იმ ოჯახებს კი, რომელთაც ქირის სახით სოლიდურ თანხას უხდიან, ასევე მათ მომავალ მხარდამჭერებად ინარჩუნებენ“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა.



„პოზიცია“იმ რეგიონებსა და პიროვნებებს ასახელებს, რომელთა დახმარებითაც უახლოეს დღეებში, პროექტ „სახელმწიფო 3.0“-ის ფარგლებში ახალგაზრდების გადაბირება იგეგმება. ეს რეგიონებია, ხონი, კასპი, სამცხე-ჯავახეთი, ამბროლაური, აჭარა, ქუთაისი, მცხეთა-მთიანეთი, თერჯოლა, ტყიბული, ონი, რუსთავი და თეთრიწყარო. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულ პროცესებში „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი, მათი აქტივისტები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ. „მაშ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“: აკაკი ბობოხიძე, ლაშა გედენიძე, ამირან ლომთათიძე, მონიკა მარღანია, თინა ბანცური, სოფიო სიუკაევა, გიორგი ფორჩხიძე, ეკატერინე ბერიაშვილი, ოთარ ბურდულაძე, თამარ დალაქიშვილი, გოჩა ყოლბაია. ასევე – არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო – დამოუკიდებლობისა და ინტეგრაციისათვის“ თავმჯდომარე რობერტ კავთიაშვილი და ამავე ორგანიზაციის წევრი თინათინ თანდიაშვილი, ქობულეთის კოლეჯის – „ახალი ტალღის“ – დირექტორი დავით მჭედლიშვილი.


„პოზიცია“ მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, გამოიკვლიონ „ნაციონალების“ მიერ ახალგაზრდების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ფაქტები და, ამავე დროს, დეტალურად შეისწავლონ, თუ რა სახსრებით ახერხებს ვაშაძის არასმთავრობო ორგანიზაცია ათასობით მოზარდის საზაფხულო ბანაკებში დასვენებისთვის საჭირო ხარჯების გაღებას“,- განაცხადა გურამ ადამაშვილმა.

 

კომენტარები: 2
#2  badri
      
აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ საქმით სამართალდამცავები
9 ივლისი 2015 15:37
#1   gigi
      
რა ეშველებათ ამ საცოდავ ნაციონალებს, ახალგაზრდების მოტყუებით აპირებენ ხმების მოგროვებას? ვაი ვაშაძევ რა გეშველება.

იმ ყველაფრის შემდეგ რასაც ნაციონალები აკეთებდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში როგორ შეიძლება მათ გვედით ვინმე დადგეს? რაც არ უნდა მაცდური წინადადება შესთავაზონ, ცხოვრებაში მარტო საკუთრი თავი და მოთხოვნილებები ხომ არ არის მთავრი.

ძალიან საზიზღარი პიროვნებაა ვაშაძე, მე პირადად მჯერა, რომ ეს მართლა ასე იქნება და ნეტავ სად არიან მაგ მოზარდების მშობლები, რატომ არ იღებენ ხმას?
9 ივლისი 2015 06:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი