„საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჰააგის სასამართლოში, საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველო სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას ამ პროცესში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და თითოეული შესაბამისი ორგანო არის ჩართული ამ საქმეში“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პარლამენტში საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრების დაბარებას, პარლამენტის თავმჯდომარე ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
„თუ ამ ინიციატივის საფუძველი არის ის სპეკულაციები, რომელიც არის დაგეგმილი რუსი პიარტექნოლოგების მიერ, ბუნებრივია, ამ საჭიროებას ვერ ვხედავ. არ შეიძლება სპეკულაციები ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროდ, ოპოზიცია ამითაც გამოირჩევა ამ წინასაარჩევნო პროცესში, ისევე, როგორც ზოგადად, რომ ის სპეკულირებს ისეთ თემებზეც კი, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს საერთო ეროვნულ ინტერესებთან“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.