2019 წელს ვანის მუნიციპალიტეტში განხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული 26 დასახელების პროექტი, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 311 796 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„2019 წელს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება ქ.ვანის ცენტრალური მოედნის, არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, ქალაქ ვანსა და მუნიციპალიტეტის დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება ცენტრალური საავტომობილო და შიდა საუბნო გზის სრული რეაბილიტაციის 18 პროექტი. ზედავანის, ბზვანის, ზეინდრისა და შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სრულად რეაბილიტირდება ამბულატორიები და აღიჭურვება შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით. განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და მდინარის კალაპოტის გაწმენდის 4 მასშტაბური პროექტი. დაგეგმილია ასევე სკოლების რეაბილიტაციის 9 პროექტის განხორციელება, მათ შორის, სრულად რეაბილიტირდება სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა.
1. ზედავანი-გადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 347 200 ლარი.
2. ზეინდარის და სალომინაოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /შუაგორადან/ - 550 000 ლარი.
3. შუამთა-ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ბუბუტეიშვილების უბნის გავლით - 500 000 ლარი.
4. ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში ზედავანი-ტყელვანი-ზედავანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 650 000 ლარი.
5. ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფილი კომისარიატიდან კეჭნარას მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 475 000 ლარი.
6. ვანის მუნიციპალიტეტის სალხინო-დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (ვაშლარას უბნის გავლით) - 550 000 ლარი.
7. ქ. ვანში თავისუფლების ქუჩის შესახვევების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /III_IV_V_VI/ - 325 000 ლარი.
8. ქ. ვანში ჩუგნაძის ქუჩისა და სოლომონ მეორეს ქუჩის მეორე შესახვევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 453 808 ლარი.
9. დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა გზების რეაბილიტაცია. ა)სოფელ ისრითის ცენტრიდან დიხაშხო - ბზვანის საავტომობილო გზამდე. ბ)დიხაშხო - ბზვანის საავტომობილო გზიდან ჯვარისერის უბნის მიმართულებით. გ) მამასახლისები, ქიმუცაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია - 665 375 ლარი.
10. ამაღლება-საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /ჭოკიანიდან/ - 550 000 ლარი.
11. გორას ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია - 150 000 ლარი.
12. ბზვანის ადმინისტრაციული ერთეულის დაფნარი-ვანი-ბაღდათის მაგისტრალთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - 561 913 ლარი.
13. ამაღლება-საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია /ინაშაურის მიმართულებით/ - 700 000 ლარი.
14. ვანი-სულორის ს/გზის კმ1-კმ6.5 მონაკვეთის რეაბილიტაცია - 320 000 ლარი.
15. ბაღდათი-ვანი-დაფნარის ს/გზის კმ35-კმ48 მონაკვეთის რეაბილიტაცია - 300 000 ლარი.
16. ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯაგან ჭყვიში, მდ რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები - 140 000 ლარი.
17. ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. შუამთაში მდ. რიონის ნაპირსამაგრის სამუშაოები - 140 000 ლარი.
18. ქ. ვანიდან მდ. ყუმურის შესართავამდე მდ. ყუმურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები - 400 000 ლარი.
19. ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. ციხე-სულორში მდ. რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები - 250 000 ლარი.
20. სოფელ ზედა ვანის სამედიცინო ამბულატორიის რემონტი - 20 000 ლარი.
21. სოფელ ბზვანის სამედიცინო ამბულატორიის რემონტი - 20 000 ლარი.
22. სოფელ ზეინდრის სამედიცინო ამბულატორიის რემონტი - 20 000 ლარი.
23. სოფელ შუამთას სამედიცინო ამბულატორიის რემონტი - 20 000 ლარი.
24. სხვადასახვა სახის რემონტი ჩაუტარდება: სულორის, ძულუხის, შუა გორას, ქვედა გორას, უხუთის, ისრითის, შუამთის და სალომინაოს საჯარო სკოლებს, ჯამში 8 სკოლას, საერთო თანხით 230 000 ლარი. ამავდროულად, სრულად რეაბილიტირდება სოფელ ბზვანის საჯარო სკოლა, საპროექტო ღირებულებით 823 500 ლარი.
25. ვანის ცენტრალური მოედნის, არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები - 1 500 000 ლარი.
26. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ავეჯის შესყიდვა - 2 650 000 ლარი", აღნიშნულია ვანის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.