ხონის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ მათხოჯში, ე.წ. მახარაძის არხის 5-კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება, რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია მსგავსი მოცულობის აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.
ასევე, საქართველოს სამელიორაციო კომპანიის სპეციალისტები და ტექნიკა მათხოჯსა და ახალშენს შორის არსებულ სარწყავ არხს წმენდს, რომელიც 8 კილომეტრი სიგრძისაა. ჯამში, ხონის მუნიციპალიტეტში 13 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი გაიწმინდება.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„წლების მანძილზე გაუწმენდავი მახარაძის არხი მათხოჯის ადმინისტრაციულ ერთეულში ქმნიდა ანტისანიტარიას და წყალუხვობის დროს საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. მიუხედავად უამინდობისა, სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. არხის გაწმენდა მნიშვნელოვანია როგორც სტიქიის პრევენციისათვის, ისე სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით", განაცხადა გერასიმე მჟავანაძემ.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.