საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ნებისმიერი საერთაშორისო შეფასებით, მათ შორის, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაზე უკეთესი რეფორმები აქვს გატარებული კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი.
მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია.
„არსებობს შეფასებები, შედარებები და ქვეყნები ევროკავშირის წევრები არიან და მათთან შედარებითაც კი, ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ეს არის მუდმივი პროცესი. ყველა ქვეყანაში რაღაც დონეზე არსებობს ეს პრობლემა და ქვეყნებმა ყოველთვის პროცესი სულ უნდა დახვეწონ იმისათვის, რომ ებრძოლონ კორუფციას. ჩვენც გვაქვს ასეთი მოწოდებები ამ რეზოლუციაში, რომ ინსტიტიციები და მექანიზმი, რომელიც კორუფციას ებრძვის იყოს კიდევ უფრო გამართული, დახვეწილი და ეფექტურ, ამაზე მოგვიანებით გვექნება მსჯელობა", აცხადებს ჩუგოშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.