წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
09-07-2015, 03:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დღეს დილით მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.  სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა ნაწილობრივ არის გადაკეტილი.


"დღეს გამთენიისას წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე დიდი მეწყრული სხეულიდან აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით ადგილი ჰქონდა 13-14 ივნისს წარმოქნილი ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას. დროებით გადაიკეტა საავტომობილო გზა. მწყობრიდან გამოვიდა აღდგენილი მაგისტრალური გაზსადენის მილი. ამჟამად უსაფრთხოების მიზნით გზა გადაკეტილია ნაწილობრივ, აუცილებელია სატრანსპორტო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის დაწესება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. კერძოდ, გარემოს ეროვნული საააგენტოს გეოლოგები, საპატრულო პოლიცია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი