თამარ ჩუგოშვილი: როდესაც ვიღაც არ მოგვწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება, არ ნიშნავს, რომ მუქარაზე გადავიდეთ
13-11-2018, 16:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მუქარის შესახებ მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და ზოგადად, პოლიტიკოსი ქალების მიმართ აგრესიაზე საუბრობს.

 

 

„საჯარო სივრცეში ქალების მიმართ არის ხოლმე განსაკუთრებული აგრესია. მეც და ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხდება ხშირად თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია, მაშინ როგორც სჩანს, იზრდება აგრესია და კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ მხოლოდ აგრესიის გამოხატულება არაა და სხვადასხვა გამონათქვამები კონკრეტულ მუქარაში გადადის.

 


ყველამ ამ ქვეყანაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ძალიან არასწორი, ძალიან ცუდი რამ და არ შეიძლება, როდესაც ვიღაც არ მოვწონს, არ ვეთანხმებით ან პოლიტიკურად გემოვნებაში არ ჯდება, არ ნიშნავს, რომ მუქარაზე გადავიდეთ და ძალადობისკენ მოვუწოდებდეთ. ეს არ არის ნორმალური. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ განცხადებებში ყველამ უნდა დაგმოს და ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთ მოვლენებს. თუ მუქარის ხარისხი აღწევს იმ ხარისხს, რომ შეიძლება დაკვალიფიცირდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, მაშინ სამართალდაცვმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ რეაგირება. ქალების მიმართ აგრესია არის ხშირად განსაკუთრებით მაღალი. მე ეს ჩემს თავზეც გამომიცდია და ყველა ქალს გამოუცდია, ვინც რაღაც ფორმით საჯარო სივრცეშია და ეს უნდა დასრულდეს", აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი