გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდა.
გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილეს.

„სხდომაზე, საკრებულომ ცნობად მიიღო მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების ანგარიში.
მნიშვნელოვანია, რომ უმრავლესობის მხარდაჭერით დადებითად გადაწყდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში მცხოვრები ანი მერაბიშვილის, სოფელ ლემშვენიერაში მცხოვრები რევაზ ხვიბლიანისა და ქალაქ გარდაბანში, ლელაშხას დასახლებაში მცხოვრები ჯონდო გაბიანის დახმარების საკითხი. ასევე, მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების (გურამ თუშიშვილი, ნიკოლოზ ჭიკაიძე, გიგი მდივანი, რობერტი კობლიაშვილი) და მათი მწვრთნელების (იმედა ფრეწუაშვილი და გურამ ცალუღელაშვილი) დაჯილდოვების საკითხები.

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა საკითხები - სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“, შპს „მაგთიკომის“ , სს „სილქნეტისა“ და შპს „რუსთავის წყლისთვის“ საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ და საკითხები, რომლებიც შეეხებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოჭრა-ტრანსპორტირებასა და სხვლა-ფორმირებაზე ნებართვის გაცემას.

ამავე სხდომზე დადგინდა საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხი და ცვლილება შევიდა განკარგულებაში „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.“
აღნიშნული საკითხები საკრებულოს სხდომაზე განხილვამდე ბიუროსა და შესაბამის კომისიებში განიხილეს", ნათქვამია გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.