ფინანსთა მინისტრი: მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა
13-11-2018, 18:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი მიზანი, რისთვისაც ვგეგმავთ ბიუჯეტს და რეფორმებს, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაა”, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას.

 

 

მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნის მიღწევა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით არის შესაძლებელი.

 

 

„ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მხრიდან. განვლილ პერიოდში, სახელმწიფოს მიერ ინვესტიციები, ძირითადად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართებოდა, თუმცა, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის, ეს საკმარისი არ არის. აუცილებელია გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში და თითოეული მოქალაქე, ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში“, აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

როგორც მან განაცხადა, 2019 წლის ბიუჯეტი 4 ძირითადი მიმართულებით დაიგეგმა.

 

 

„პირველი, ესაა ადამიანური კაპიტალი - სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა ადამიანური კაპიტალის განვითარებაში და ამ მიმართულებით ზრდა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება. მეორე, ესაა ფიზიკური კაპიტალი, ინვესტიციები ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით. მესამე, ესაა ფინანსური კაპიტალი, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის და მეოთხე ეს რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა, ვინაიდან უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელი იქნება მივაღწიოთ მაღალ ეკონომიკურ განვითარებას.

 

 

სწორედ ეს არის, ის ძირითადი მიმართულებები, რომლებშიც გადანაწილდება ჩვენი რესურსები და მათი განვითარებით, ხელს შევუწყობთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, განაცხადა ივანე მაჭავარიანმა, როგორც ამას ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი