„ოცნება“ - თქვე მართლა პოლიტიკურო ფარჩაკებო, ევროპა-ამერიკაში ცნობილი პოლიტიკური ბომჟი, ფსიქოპატი სააკაშვილი რომ ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემებს შეგიქმნით, იმსახურებთ ხალხისგან, „ერთ კარგ პოლიტიკურ პანჩურს“ - მოსაზრება
13-11-2018, 19:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულო ოცნება", თქვე მართლა პოლიტიკურო ფარჩაკებო, 5 წლის წინ ქვეყნიდან გადახვეწილი ყოფილი პრეზუდენტი, სისხლის სამართლის საქმეებ აღძრული და ძებნილი, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგული, უკრაინის მოქალაქეობა მინიჭებული და უკრაინის ერთ-ერთი რეგიონის (ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი) ჩინოვნიკად დანიშნული და მერე იქიდან გათავისუფლებული, უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული და უკრაინიდან გაძევებული, მოქალაქეობის არ მქონე პირი, ევროპა-ამერიკაში ცნობილი პოლიტიკური ბომჟი, ფსიქოპატი სააკაშვილი, - თქვენი უგერგილო და უსამართლო მმართველობის გამო, რომ ხელისუფლების შენარჩუნების და პოლიტიკური ყოფნა-არყოფნის პრობლემებს შეგიქმნით, მართლა იმსახურებთ ხალხისგან, ვისაც თქვენი იმედი ჰქონდა, - „ერთ კარგ პოლიტიკურ პანჩურს" და ხელისუფლებიდან გაშვებას.

 


არც კი გრცხვენიათ, შეშინებულები დადიხართ კარდაკარ და თქვენგან მოტყუებულ და იმედგაცრუებულ ადამიანებს ხმის მიცემას სთხოვთ! პოლიტიკური ღირსება პლინტუსის ქვემოთ გაქვთ, წესით პოლიტიკურ სანაგვეზეა თქვენი ადგილი, მაგრამ ისეთი გაქნილები და უსირცხვილოები ხართ, რომ ბომჟ-ფსიქოპატი სააკაშვილის ქვეყანაში სავარაუდო დაბრუნებით აშინებთ მისგან გატანჯულ ქართულ საზოგადოებას! თფუი, მართლაც, როგორ უსინდისოდ „ეღრიჭებით" ამომრჩევლებს, რომ „ერთხელაც გენდონ" და 48 შემოხაზონ!! უფლის ნებაა, თუ ახლა გადასარჩენები ხართ გადარჩებით, მაგრამ, როგორც კი „გაქრება სააკოვის საფრთხე", აი, მაშინ კი, ხალხი თქვენ მოგადგებათ და ერთიანად გაზღვევინებთ „ყველაფრისთვის" ისე, რომ შეიძლება ნაცების პოლიტიკური ბედი ინატროთ!!!

 


6 წლის მანძილზე...

 


- რატომ არ მოხდა დამნაშავე პოლიტიკური პარტიის - „ნაცმოძრაობის" აკრძალვა და პირიქით, განხორციელდა მისი რეანიმაცია-რეაბილიტაცია? რატომ არ მოხდა ახალი საარჩევნო კანონის მიღება? რატომ „ვირჩევთ ხათრით" (2013 წლიდან), ქვეყნის პრეზიდენტებს? რატომ „ინიშნებიან" პრემიერ მინისტრებად და იცვლებიან „წინდებივით" პოლიტიკურად აბსოლუტურად ურეიტინგო ფიგურები? რატომ დაემსგავსა დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტი, საბჭოთა პერიოდის „მორჩილი უმრავლესობის" პარლამენტს?

 

 

რატომ ვურიგდებით საბჭოური სისტემის ე.წ. ბრეჟნევშჩინას დაბრუნებას, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რეალურად სახელმწიფოს ყველა სხვა თანამდებობის პირზე მაღლა დგას? რატომ გგონიათ, რომ ბოროტების წინააღმდეგ მრუდე ხერხებით და პოლიტიკურ-მორალური მაქინაციებით ბრძოლა, სიკეთეს მოუტანს ქვეყანას და ხალხს?

 

 

რატომაა საქართველო კვლავ სამოქალაქო „აფეთქების" ზღვარზე?

 


- იმიტომ ხომ არა, რომ სამწუხაროდ, დასმულ კითხვებს არსებობის უფლება აქვთ, ანუ ისინი ლეგიტიმურია და მანამ, სანამ საზოგადოებას მათზე გულწრფელი და სამართლიანი პასუხები არ ექნება, ხელისუფლების მხრიდან - „უკეთესობისკენ და წინსვლისკენ" საუბარი არის დიდი პოლიტიკური ბლეფი, ხოლო მისი დაჯერება კი, სიბრიყვე და თავის მოტყუება!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

 

 პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 2
#2   შაკო
      
საბრალო ჯუმბერა, ზარი რომ გესმის და ვერ მიმხვდარხარ საიდან რეკს, აი, რას გეტყვი: ამ ქვეყანას ჯერ კიდევ რომ სული უდგას, იმ "ბომჟის" და "ფსიქოპატის" დამსახურება როა, მაგდენს თუ ხვდები? თუმცა ქოცი ხარ და მეტი ტვინი არც მოგეკითხება. შე მართლა ცალტვინა, მაგ შენმა ოცნებამ თუ ქვეყანა დააქცია, უვიცებს პრემირებად ნიშნავს, მრუდე ხერხებით და მაქინაციებით იბრძვის, ბრეჟნევშჩინა დაგიმყარა და 6 წელი ბლეფსა და ტყუილში გაცხოვრებს, რაღაც გადაფოფრებიხარ და კოჭებს უგორებ? იმის მაგივრად, რომ უკანალში წიხლი ამოკრა, სანაგვეზე მოისროლო და ისტორია ახალი ფურცლიდან დაიწყო, დამდგარხარ და აღარ იცი რომელ ნახვრტეტში შეუძვრე. მართლა ღირსი არა ხარ, მუდმივად ბესელია და კაკაბაძე გაჯდნენ თავზე, შე მონავ? მიშას ადგილი კი ქართულ სინამდვილეში შენი გადასაწყვეტი არაა. ამას ხალხი გადაწყვეტს, რომელიც თავის გმირებს ასე ადვილად არ ივიწყებს. თქვენ უკვე არავინ არაფერს გეკითხებათ. თქვენმა მატარებელმა ჩაიარა. დროა შეიგნო.
14 ნოემბერი 2018 16:25
#1   ვალერიანე
      
ქვეკანას ცჰირდება გამოცდილი კადრები
14 ნოემბერი 2018 01:00
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი