“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მაღალი დონის შეხვედრების გასამართად მოსკოვში გაემგზავრა. პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში გამგზავრების წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია აღგდენილი იყოს კონტაქტები და მოლაპარაკებები რუსეთთან.
“სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს. ამჯერად მე ორმაგი დატვირთვით მივდივარ, ერთი მხრივ, მივიღებ მონაწილეობას კონფერენციაში, რომელიც ეძღვნება უსაფრთხოების გამოწვევებს, ამავდროულად მექნება შეხვედრები რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, ვისთანაც საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ხვალინდენლი დღისათვის. საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, იმ თემებზე, რომელიც ჩვენ ძალიან გვტკივა და რომლის მოსაგვარებლად აუცილებელია რუსეთთან დიალოგი”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.