ირაკლი კოვზანაძე: 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5%-ით გაიზრდება
13-11-2018, 23:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5%-ით გაიზრდება, განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 

კოვზანაძის თქმით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კონსერვატული მიდგომით დაგეგმა.

 

 

„წელსაც ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის 4,5%-იან ზრდაზე, თუმცა, ცხრა თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,9%-ს მიაღწია. ამავე პერიოდში, 280 მილიონი ლარის მოცულობით დამატებითი შემოსავლები მივიღეთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ვვარაუდობ, 2019 წელს უფრო მაღალი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება“, აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი