რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ახალდაბისა და ბეთანიის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, წყნეთი-ახალდაბის დამაკავშირებელ გზაზე დღეს, დილის 07:00 საათზე მცირე მასშტაბის მეწყერის ჩამოწოლის გამო, ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები, ასევე გეოლოგები.
"ჩამოწოლოლი მეწყერის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ნაპრალები და მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურებაც. გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორიასთან ახლოს გადის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება. ამჟამად მიმდინარეობს ალტერნატიული გზების ძიება, რომელიც სოფელ ახალდაბას ბეთანიასთან დააკავშირებს", - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.