პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, რუმინელი პოლიტიკოსის, ევროპარლამენტის წევრის, ვიქტორ ბოშტინარუს განცხადება, რომ „ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსანი შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი", მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის „გასაგებია".
ბოშტინარუმ ევროპარლამენტში, სადაც გუშინ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს, განაცხადა: „ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“.
დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო გაჟღერებული ბევრი მიმართულებით, ეკონომიკური, დემოკრატიული რეფორმები. ეს არის აღიარება იმის, რომ საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და გარკვეული ვარსკვლავი რეგიონში იმისთვის, რომ სამაგალითოც კი იყოს ევროპასთან თანამშრომლობის კუთხით სხვა ქვეყნებისთვის.
ეს არის გარკვეული სულისკვეთება ევროპარლამენტის, ევროპული ინსტიტუციების. ევროკომისარმაც გააკეთა შესაბამისი განცხადებები და მე ვფიქრობ ეს ის სულისკვეთებაა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს მიმართ არსებობს და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა.
მოგეხსენებათ, ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ინსტიტუცია და შესაბამისად არის განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ ევროპარლამენტის უმრავლესობა იზიარებს ამ სულისკვეთებას, თუმცა გარკვეულ პოლიტიკურ პირებს აქვთ შენიშვნები და ეს ხშირ შემთხვევაში უკავშირდება მათი პარტნიორებიდან მიღებულ სუბიექტურ ინფორმაციას, რომელიც პოლიტიკური მსჯელობის საგანი ხვდება, რაც ბუნებრივია.
ბოშტინარუ არის რუმინეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ძალიან აქტიური მებრძოლი, რომელიც დღეს ევროპარლამენტარია და მისი შეშფოთება, რომ ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსანი შეიძლება გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, გასაგებია ჩვენთვის.
იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლია რუსეთის აგრესიული ქმედების წინააღმდეგ ევროპულ სტრუქტურებში, გახლავთ საქათველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, გამორჩეული ფიგურა, საკმაოდ საინტერესო ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს იმისთვის, რომ ის თავისუფალი იყოს რუსეთის გავლენებისგან".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.