ვფიქრობ, რომ 2019 წლის ბიუჯეტი ნამდვილად გამორჩეულია და პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც განსაკუთრებით ინკლუზიური ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს, განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული სამუშაოსთვის მთავრობას მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული უზარმაზარი სამუშაოსთვის. ძალიან საინტერესოა, ვისაუბროთ ბიუჯეტის პროექტის შესახებ, რადგან ჩვენი მოსახლეობა ელოდება თითოეულ იმ ცვლილებას, რომელიც მათი სოციალური კეთილდღეობის და უსაფრთხოებისთვის იქნება დამატებით სიკეთის მომტანი და იმ გარანტიის უზრუნველმყოფი, რისი ვალდებულებაც ჩვენ გაგვაჩნია“, აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
საკუთარ გამოსვლაში დეპუტატმა ყურადღება სოციალური მუშაკების გადამზადების საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ორი მიმართულებაა გადასაჭრელი.
„ერთი მიმართულება არის სოციალური მუშაკების გაზრდა და 28 ახალი კადრით იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში და ეს არის 400 000 ლარი.
მეორე ეს არის, ახალი სოციალური მუშაკების მომზადება, მათი სერთიფიცირება მოვახდინოთ, რაც უკვე განათლების სამინისტროს პრეროგატივაა და ამ მიმართულებით 120 000 ლარით იზრდება ბიუჯეტი და ეს კომპონენტები უკვე ასახულია შესაბამის კანონის პროექტში“, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.