„ფაქტიურად, საქართველომ უკვე აირჩია თავისი პრეზიდენტი, ამას უბრალოდ გაფორმება სჭირდება და პრეზიდენტი გვიზის აქ, ბატონი გრიგოლ ვაშაძე", განაცხადა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ გორში, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს შეხვდა.
პაატა ბურჭულაძე „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნას სთხოვს, რადგან „არაფერი გამოვა".
„როგორ მოახერხა ამ მავნებელმა მთავრობამ, როგორ მოახერხა ამ 6 წლის განმავლობაში ამხელა ნდობა დაკარგა. როგორ მოახერხა, რომ მილიონამდე ადამიანი გაიქცა საქართველოდან. როგორ მოახერხა, რომ აღორძინებული ეკონომიკა გააჩერა და უკან დახია. როგორ მოახერხა რომ ამდენი გაღარიბებული ადამიანია საქართველოში. როგორ მოახერხა, რომ შიმშილობს 150 ათასი ბავშვი ჩვენს ქვეყანაში. როგორ მოახერხა, რომ გადაიმტერა პოლიცია და ჯარი. ამას ხომ ყველაფერს მოხერხება უნდა?! და რატომ მოხდა იცით ეს ყველაფერი? - ვინც კი ედგა ჭკვიანი ადამიანი ბიძინა ივანიშვილს, ყველა მოიშორა. მას ჭკვიანი არ სჭირდება, მას სჭირდება მონები....
მე მინდა ვთხოვო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, მოხსენით თქვენი კანდიდატურა, ხომ იცით რომ არაფერი არ გამოვა. რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს ქართველი კაცის ნების წინააღმდეგ. მოდით ფონდ „იავნანაში" და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს", განაცხადა პაატა ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.