ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა
14-11-2018, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა”, ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტს და ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

 

 

„დღეს ევროპარლამენტმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროპარლამენტის მხრიდან, ევროპარლამენტარების მხრიდან აღარება იმ მიღწევებისა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, დემოკრატიული განვითარების, ასევე ეკონომიკური კუთხით და სოციალური მიმართულებით. აღიარებულ იქნა, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, ეს განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას, რომ ყველაფერი გაკეთდეს საბოლოო მიზნის მისაღწევად - ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის.

 

 

„ეს განცხადებები ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმისა,რომ გავაკეთოთ ყველაფერი საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში სრული ინტეგრაცია, ამისათვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი