„ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მის აქტიურობაზე, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ“, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მისი თქმით, პირველ ტურში ჩატარებული კვლევა არჩევნების შედეგებს ასცდა.
„ჩვენ ვნახეთ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგები პირველ ტურში, როდესაც ორივე შემთხვევაში მთლიანად ასცდა არჩევნების შედეგებს. რაც შეეხება მეორე ტურს, შედეგებს ვიხილავთ ერთად, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს ოფიციალურ შედეგს და ნახავთ, თუ რა იქნება და როგორ იქნება. ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩეველზე, მის აქტიურობაზე და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.