ავღანეთში მიღებული ჭრილობების შედეგად გორის ჰოსპიტალში გარდაცვლილი ქართველი სამხედროს, კაპრალ დავითაიას ოჯახი სახელმწიფოსგან 100 ათას ლარს მიიღებს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
"მთავრობის სხდომაზე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება კაპრალ დავითაიას ოჯახისთვის 100 ათასი ლარის გადაცემის შესახებ, რაც გათვალისწინებულია ავღანეთში დაღუპულ ჩვენს მეომრებთან მიმართებაში. ეს თემა, სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან სპეკულაციის საგანი გახდა, რის გამოც მინდა ამ ოჯახს ბოდიში მოვუხადო. საქართველოს მთავრობა და ქართული სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს. შესაბამისად, რამდენიმე დღეში ეს თემა დასრულდება", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
რამაზ დავითაია გორის ჰოსპიტალში 2015 წლის ივნისში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.