გრიგოლ ვაშაძე: არავის არ ვურჩევ, გაეკაროს ჩვენს გმირ სამხედროებს - ქუდზე კაცი გამოვა ქუჩაში - ხელები შორს ჩვენი გმირებისგან
14-11-2018, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არავის არ ვურჩევ, გაეკაროს ჩვენს გმირ სამხედროებს - არც გაიფიქროთ, განხორციელებაზე არ ვლაპარაკობ, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გორში, სადაც იგი მხარდამჭერებს შეხვდა.

 


მისი თქმით, „ქუდზე კაცი გამოვა ქუჩაში - ხელები შორს ჩვენი გმირებისგან. მათ სახელმწიფო გადაარჩინეს 2008 წელს".

 


„პირობა მინდა მოგცეთ, რომ 2008 წლის ომი, არაღიარების პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური წარმატებები, მშვიდობიანი, კარგად გააზრებული, ნაბიჯ-ნაბიჯ მოფიქრებული საგარეო პოლიტიკით გაგრძელდება და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი სამშობლო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად", განაცხადა ვაშაძემ გორში სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 1
#1   მედეა
      
მართლაც, მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს ჩვენი გმირი ჯარისკაცების დასაცავად და არ დავუშვათ, რომ ისინი ჰააგის სასამართლოს გადასცენ! ასე რომ იყოს, მაშინ ყველა ჩვენი მეფე დამნაშავეა, რომელმაც მტრის წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო!!! გავასამართლოთ ჩვენი მეფე დავით აღმაშენებელიც, რომელმაც ომი წამოიწყო მტრის წინააღმდეგ და გაანთავისუფლა დამონებული ქართველი ხალხი.
15 ნოემბერი 2018 04:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი