არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ჩემზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე, განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა დიასპორას არჩევნებში მონაწილეობას გაურთულებს.
„როგორც ვიცი, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა დამოკიდებულია ცესკო-სა და კანონზე. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას მონაწილეობას. პირადად მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო, რამდენი ხანია, რაც მე ვმუშაობ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე. ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური, რაც არის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ ვწუხვარ, თუ ეს ასე იქნება და გაუძნელდათ მათ არჩევნებში მონაწილეობა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.