„გაუგებარია რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები მეორე ტურის თარიღის დასახელებათან დაკავშირებით“ განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე.
„დილიდან ცნობილია და ცესკოს დღის წესრიგში აქვს, რომ საღამოს იქნება არჩევნების შემაჯამებელი ოქმი. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად არჩევნები იმართება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის თავზე. შესაბამისად გაუგებარია, რატომ ჩნდება კითხვის ნიშნები თარიღის დასახელებათან”, აცხადებს კახა კალაძე.
უფრო ადრე, პარტიის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებთან „ედისონ რისერჩის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების შეფასებისას თქვა:
„28 ნოემბერს, არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც დღეს „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა".
ცესკო-ს მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.