ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტექნოპარკში 30-მდე სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ინოვაციების ეკოსისტემის გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სტარტაპების მხარდამჭერ სამომავლო პროექტებზე.
„ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი, გახსნილი დისკუსია. ჩვენ დავპირდით სტარტაპებს, რომ აღმოვფხვრით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს. ასევე ბევრი წინადადება მოვისმინეთ, როგორ უნდა იყოს საერთაშორისო პრომოუშენი ჩვენი სტარტაპებისთვის, როგორ დავაკავშიროთ ისინი სტარტაპებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და ინოვაციების ეკოსისტემასთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები უფრო ხშირად და რეგულარულად გავმართოთ”, განაცხადა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დისკუსიის დროს გადაწყდა, ჩამოყალიბდეს მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლობა საჯარო სექტორსა და სტარტაპ კომპანიებს შორის იქნება უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.