საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ შიდა ქართლში გაზიფიცირების კუთხით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა.
ნათია თურნავა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორ აზერ მამმადოვთან და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ ჯაბა ხმალაძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ოჯახებში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.
ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეისთვის შიდა ქართლის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
„ჩვენ დღეს სოფელ მოხისში, ბატონ რამაზ სოიტაშვილის ოჯახში ვიმყოფებით და ვიზიარებთ მათ სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ გაზი ჩავურთეთ, მთელი სოფელი უკვე გაზიფიცირებულია. სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მეშვეობით და კომპანია „სოკარი“ გაზიფიცირების ძალიან ინტენსიურ პროგრამას ვახორციელებთ - შიდა ქართლის რეგიონი თითქმის დაფარულია, ბუნებრივი აირი 129 სოფელშია შეყვანილი, ახლა სამუშაოები კიდევ 15 სოფელში მიმდინარეობს“, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შიდა ქართლში 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირებულია 4 მუნიციპალიტეტი, 129 სოფელი, 28,213 აბონენტი. დღეისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: კოდავარდისუბანი, ზემო შაქშაქეთსა და დოღლაურში მიმდინარეობს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები. ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის 7 სოფლისთვის (ქემფერი, ცოცხნარა, ოძისი, ცივწყარო, ცედანი, წაბლოვანა, ქვემო აძვისი) გამოცხადებულია ტენდერი და დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე განმავლობაში გაზიფიცირების პროცესი საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს.
„მთლიანად საქართველოს 84% გაზიფიცირებულია, ქვეყნიის მასშტაბით 1.100 000 საყოფაცხოვრებო აბონენტზე მეტი გვყავს - ესაა ჩვენი მოსახლეობა, ოჯახები, სადაც გაზი შევიყვანეთ“", აღნიშნა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.