თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 3 ადამიანი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დაშავებულები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
„სამივე დაშავებულის მდგომარეობა არის საკმაოდ სერიოზული. სამივე მათგანი არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ოჯახის წევრებთან გვაქვს საქმე - ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. მათი ასაკია 44 წლის, 24 წლის და 6 წლის. სხვადასხვა მიდამოს საკმაოდ სერიოზული დამწვრობები აღენიშნებათ. შესაბამისად 75%, 55% და 12% დამწვრობის გარდა, აღენიშნებათ დამწვრობითი შოკი და ტრავმული დაზიანება. მათ დაზიანება მიიღეს გაზის აფეთქების შედეგად", განაცხაა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზემო ფონიჭალაში აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორპუსის მე-2 სართულზე ფილაა ჩავარდნილი, რომლის ქვეშაც, სავარაუდოდ, დედა-შვილია მოყოლილი.
სამართალდამცველების თქმით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.