თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ზემო ფონიჭალაში, N23 საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს სხვადასხვა მისამართზე გადაიყვანენ და მათ დროებითი საცხოვრებლით დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს.
„სიტუაცია ძალიან მძიმეა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამო მოხდა, თუმცა ზუსტი მიზეზი მოგვიანებით დადგინდება. დანგრეულია კორპუსის რამდენიმე სართული, არიან დაშავებულებიც. გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე პირადად მე არ მაქვს. გვერდით კორპუსებზე არანაირი პრობლემა არ არის. იმ კორპუსის მცხოვრებლები კი, სადაც აფეთქება მოხდა, საცხოვრებელი სახლებიდან არიან გამოყვანილი. მათ სხვადასხვა მისამართზე გადავიყვანთ. ამის უზრუნველყოფას დედაქალაქის მერია და გამგეობა მოახდენს“, განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, კორპუსს, სადაც აფეთქება მოხდა, შემოწმება ჩაუტარდება და დადგინდება, რამდენად უსაფრთხო იქნება სამომავლოდ საცხოვრებლად. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, შენობის გამაგრების სამუშაოებს დედაქალაქის მერია განახორციელებს.
ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების, საკრებულოსა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დაზიანებისა და შენობის უსაფრთხოების საკითხს სწავლობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.