თბილისში, ზემო ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე დედა-შვილის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სამაშველო ღონისძიება არის გადამწყვეტ ფაზაში და იმედია მალე დასრულდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ორი ადამიანის გადარჩენა და პოვნა მოხდეს", განუცხადა ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, შალვა ხუციშვილმა.
აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.