გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.
„საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელებს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ. თუ ამ საქმის მსვლელობისას ე.წ. ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და შედეგად, დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე....
„ოცნებამ“ ე.წ.-მა და მინისტრმა წულუკიანმა შეძლეს წარმოუდგენელი - წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს აგრესიის მსხვერპლ, საქართველოს საწინააღმდეგოდ იმისთვის, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები დაიცვან და იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თავისი თავი ხელისუფლებაში იმისათვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუქმნან პრობლემები. მათ პრაქტიკულად ხელი შეუწყვეს მთელი საგამოძიებო პროცესის შემოტრიალებას საქართველოს საწინააღმდეგოდ. იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა დანაშაულებზე, რაც მათ ჩაიდინეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და ირიბი გზით, მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს სახელდახელოდ შექმნილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის ყალბი, ცრუ ინფორმაციების მიწოდებას.
ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ბრძოლის მიზნით, საკუთარი სახელმწიფოსა და საკუთარი ჯარისკაცების მიმართ საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მხრიდან ცალსახა ვერაგული აქტი.
მინისტრ წულუკიანის განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ორი რამ - მინისტრი წულუკიანი და მინისტრი ზალკალიანი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან და ჩვენ არ გვაინტერესებს, ეს ყველაფერი მოხდა მათი პროფესიონალური გამოუსადეგრობის გამო თუ გამიზნულად. უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი", განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.