საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნების მეორის ტურის ჩატარების თარიღად 28 ნოემბრის დასახელებას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნა მანიშნებელია იმის, რომ ხელისუფლება პანიკაშია.
„28 ნოემბერს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. რა თქმა უნდა, ეს არის კანონის უხეში დარღვევა იმიტომ, რომ კანონში ნათლად წერია, საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება ტარდებოდეს მხოლოდ კვირა დღეს. ახლა ისინი ამბობენ, მეორე ტურია, საპრეზიდენტო არჩევნები კი არ არის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, რა სისულელეა. საპრეზიდენტო არჩევნები არის საპრეზიდენტო არჩევნები და მათი დანიშვნა ოთხშაბათს არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე ტექნიკურად ეს შეცდომა მეც დავუშვი და მევე გავასწორე ეგრევე და მაშინ, ივანიშვილი ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული.
რატომ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები მან ოთხშაბათს? ძალიან მარტივი მიზეზების გამო - არის პანიკაში, ისტერიკაში, იცის, რომ არჩევნებს აგებს კატასტროფულად და ნახეთ უკვე, დამოუკიდებელი კანდიდატიო იძახდა და ახლა თავის სახეები გამოაკრა პლაკატზე და კიდევ კობახიძის. მაგრამ მათ რის იმედი აქვთ, რომ თვითონ ორგანიზებულად სამსახურის ხალხს მიიყვანენ და კერძო ბიზნესებს ეტყვიან, თქვენი თანამშრომლები თქვენ არ გაუშვათ, უცხოეთში ჩვენი თანამემამულეები ვერ მივლენ იმიტომ, რომ იქ გამოსასვლელ დღეს არავინ არ მისცემს, კომისიის წევრებიც კი ვერ მივლენ უცხოეთში ბევრ ადგილზე, არადა უცხოეთში წააგეს ორი ერთზე, სადაც ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა არ ვრცელდება.
მე მინდა მივმართო ბიზნესების მფლობელებს, გაუშვით თქვენი თანამშრომლები ოთხშაბათს ხმის მისაცემად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. გატყუებთ მთავრობა, რომელიც გეუბნებათ ჩვენ მაინც დავრჩებით, მერე რა რომ აირჩევთ ვაშაძეს, მერე ჩვენ ხელში იქნებით. როგორც კი, ისინი წააგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველოში მოვა კოალიციური სახალხო ნდობის მანდატით აღჭურვილი ახალი მთავრობა, ამ არჩევნების კვალდაკვალ და სულ სხვანაირი სიტუაცია იქნება. ამიტომ, ესენი არიან წამსვლელები და მათი ნუ შეგეშინდებათ, ხომ ხედავთ რა პანიკაში და ისტერიკაში არიან", აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.