ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრის შედეგად დაკარგულად გამოცხადებულთა რაოდენობამ 600-ზე მეტს მიაღწია, დაღუპულია სულ მცირე 63 ადამიანი, ბოლოს კი კიდევ 7 ცხედარია ნაპოვნი, განადგურებულია დაახლოებით 12 000 შენობა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელ და გამანადგურებელ ტყის ხანძრებს, რომელმაც 8 დღის წინ იფეთქა და რომლის გავრცელებასც ძლიერი ქარი უწყობს ხელს, ამჟამად დაახლოებით 9 400 მეხანძრე ებრძვის.
შაბათს კალიფორნიაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩავა და დაზარალებულებს შეხვდება.
ახლანდელი ხანძრის მასშტაბი კალიფორნიის ყველაზე საშინელ ხანძრებს უტოლდება, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა - კერძოდ, ლოს ანჯელესში, გრიფიტ პარკის 1933 წლის უბედურებას.
ხანძრის მძვინვარე კერების გამო, 250 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა რამდენიმე დღის წინ დაჟინებით მოუწოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შტატი უბედურების ზონად გამოეცხადებინა, რომ ამით ფედერალური თანხების მიღების საშუალება მისცემოდათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.