ნათია თურნავა: გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეები დასაქმდებიან
16-11-2018, 10:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებული ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გაზის ცენტრალური მაგისტრალი აღნიშნული სოფელთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ამდენად, მისი ჩართვა გაზის ქსელსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შედარებით მოკლე პერიოდშია შესაძლებელი. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მუშახელი იქნება, რაც დამატებითი სარგებელი იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის.

 

 

როგორც მინისტრის მოადგილემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, 2019-2021წწ. სამწლიანი გეგმის მიხედვით იმერეთის რეგიონში 18 სოფელში დაიწყება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 2979 კომლს მიეცემა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.

 

 

ამჟამად გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხორში. გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 145კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 8067გრძივი მეტრი გაზსადენი.

 

 

გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში: ქვედა და ზედა მესხეთი, ბროწეულას დასახლებასა და მუხიანში.

 

 

გაზიფიცირების შედეგად ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას შეძლებს 1291 კომლი. პროექტის ფარგლებში აიგება 64,575 გრძივი მეტრი გაზსადენი.

 

 

ნათია თურნავასთან ერთად იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოები და ასევე ინფრასტრუქტურის მიმდინარე მშენებლობები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ გენერალურმა დირექტორმა აზერ მამადოვმა და „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ დაათვალიერეს.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი