უშგული-მესტიის გზაზე 10-კმ-იანი მონაკვეთის აღდგენა დასრულდა
16-11-2018, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში, 10-კმ-იანი გზის აღდგენა განხორციელდა.

 

 

აღდგენილი მონაკვეთი, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაათვალიერეს.

 

 

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღდგენილი მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფელ იფარამდე მიდის. პროექტის ფარგლებში მოეწყო 10 კმ სიგრძის ბეტონის გზა და რეაბილიტირდა 2 ხიდი. ასევე, მოეწყო ავტობუსის გაჩერებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები.

 

 

მესტია-უშგულის დამაკავშირებელ გზაზე, აღდგენითი სამუშაოები გრძელდება დამატებით 13-კმ-იან მონაკვეთზე. საერთო ჯამში 2019 წლისთვის აღნიშნულ გზაზე 23 კმ გზის აღდგენა დასრულდება.

 

 

აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს ლენტეხიდან-ლასდილამდე მიმავალი 25-კმ-იანი გზის აღდგენა, სადაც 13 კმ-ის აღდგენა უკვე დასრულდა, დარჩენილი 12 კილომეტრის აღდგენა კი, 2019 წელს დასრულდება.

 

 

რაც შეეხება ლენტეხი-მესტიის გზას, რომელიც ზემო და ქვემო სვანეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, ამ დროისთვის დეტალური პროექტირება მიმდინარეობს. უშაუალოდ სამუშაოების დასაწყებად ტენდერი 2019 წლიდან ეტაპობრივად გამოცხადდება.

 

 

2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაახლოებით 92 მილიონი ლარის ღირებულების 14 პროექტი განახორციელა. 2019 წელს, დაგეგმილია 31 ახალი პროექტის დაწყება, რომელთა ნაწილზეც ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი