გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ უზნეო ტყუილს, რომელშიც ისინი ცდილობენ ჯარისკაცების დარწმუნებას, პასუხი გაეცემა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც
16-11-2018, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ უზნეო ტყუილს, რომელშიც ისინი ცდილობენ ჯარისკაცების დარწმუნებას, პასუხი გაეცემა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.

 

 

„ერთმანეთისგან გასამიჯნია ორი საკითხი - ერთი ის, რომ არც ჩვენს ჯარისკაცს, არც რიგითს, არც ოფიცერს, არც უმაღლესი საოფიცრო რანგის წარმომადგენელს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. ფაქტები ყველამ იცის, რეალური სიტუაცია, პოლიტიკური და სამხედრო მთელს მსოფლიოში ცნობილია და შეფასებული.

 

 

ჰააგის ტრიბუნალიდან, შესაბამისი კონვენციიდან რუსეთმა თავისი ხელმოწერაც კი გაიწვია, ვინაიდან თავისი პოზიციის უპერსპექტივობას ხედავს. არის მესამე საკითხი - წმინდა პოლიტიკური თემაა, თუ ვინ შეუწყო ხელი, რომ განხორციელებულიყო აგრესია და ოკუპაცია. ამ ორი თემის ერთმანეთთან აღრევა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა" მიჰყვება. ასე რომ, პროცედურა აქვს სასამართლოს, ამ პროცედურის მიხედვით, რასაკვირველია, შეიძლება გამოიკითხონ ჯარისკაცებიც, მონაწილე პირებიც, მაგრამ არავითარი პასუხისმგებლობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მსოფლიოსთვის ცნობილია, არც მოსალოდნელი და არც სამართლებრივად საფუძვლიანი არ არსებობს.

 

 

ნებისმიერი შეიძლება იქნეს გამოკითხული, ეს არის ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა. მეორე, ასეულობით მტკიცებულებაა წარმოდგენილი ჩვენი მხრიდან ჰააგის სასამართლოში და ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო მიფუჩეჩებული, თუ არა განგებ გადამალული, მათ შორის არის გამოყენებული რაკეტების, ისკანდერის ნამსხვრევები, რომელიც დიდი ძიების შემდეგ, შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ერთ-ერთ საწყობში.

 

 

ეს არის რეალობა და ამ რეალობის გადასაფარად ჩვენი ოპონენტები ცდილობენ ყოფილი და ახლანდელი მომსახურე ჯარისკაცები დაარწმუნონ იმაში, თითქოს მათ რაღაც ემუქრებათ. ეს არის უზნეო ტყუილი და ამ ტყულს, რასაკვირველია, პასუხი გაეცემა ჰააგაშიც, სტრასბურგშიც.

 

 

კიდევ ერთს დავამატებდი, გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში ძალიან საეჭვო ვითარებაში „ნაციონალურმა მოძრაობამ" წაააგო ის სარჩელი, რომელიც თითქოსდა ეჭვს არ იწვევდა. დარღვეულია პროცედურები, მაშინ, როდესაც, ამ პროცედურების თაობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ასე რომ, სახეზე გვაქვს ვითარების დამახინჯების და განზრახ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს არის იმდენად თვალსაჩინო, რომ არ მგონია, ჩვენს ოპონენტებს ჰქონდეთ ამის საწინააღმდეგო განცხადება, თუ არა დემაგოგია", განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი