ვიდეო-ინსტრუქცია თუ როგორ უნდა შევიძინოთ უეფას სუპერთასის ბილეთები
09-07-2015, 04:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ინსტრუქციას აქვეყნებს. ბილეთების შეძენა კვირას, 12 ივლისს, დილის  09:00 საათზე დაიწყება.


“დილის 09:00 საათიდან, უეფას სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველთა ცოცხალი რიგი დაიწყება ვაკის პარკიდან.

 

 

ვაკის პარკის ტერიტორიაზე განლაგებული იქნება ბიო-ტუალეტები, სასმელი წყლის პუნქტები და მობილიზებული იქნება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.


გულშემატკივართა უსაფრთხოებასა და წესრიგს დაიცავენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები. 09:00 საათიდან, ვაკის პარკში ცოცხალ რიგში მყოფი პირველი 50 ადამიანი დაიძვრება მიხეილ მესხის სტადიონის სალაროსკენ.


ყოველი შემდგომი ნაკადი, ასევე იქნება რიგითობის მიხედვით 50-50 ადამიანი.


სტადიონის სალაროსთან მიახლოებისას, ე.წ. „ტურნიკეტებთან“, სტიუარდებს უნდა წარუდგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამის შემდეგ, პირველი 12 ადამიანი მივა სალაროსთან და ინდივიდუალურ ფანჯრებში შეიძენს ბილეთს. გახსოვდეთ, რომ სალაროში უნდა წარადგინოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ბილეთების შეძენა მოხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. ერთ ადამიანს შეუძლია მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა. როცა თქვენ უკვე შეიძენთ ბილეთს, ტერიტორიას დატოვებთ მიხეილ მესხის სტადიონის ცენტრალური შემოსასვლელი ტურნიკეტების გავლით”, – აცხადებენ ფედერაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი