ოთარ კახიძე: კახა კალაძეს, თითების შვერის ნაცვლად, უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია
16-11-2018, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის განცხადებას, რომ ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, შესაძლოა, ქართველი სამხედროები გასამართლდნენ, „ევროპულ საქართველოში" ეხმაურებიან.

 

 

პარტიის წარმომადგენელი ოთარ კახიძე კახა კალაძეს მოუწოდებს, რომ „ეყოს ვაჟკაცობა" და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია.

 

 

„კახა კალაძეს, თითების შვერის ნაცვლად, უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ომი არ დაუწყია და ეს ერთი და იგივეა და დადგნენ ამ ვიწროპარტიულ ინტერესებზე, პოლიტიკურ ბოღმაზე მაღლა.

 


თუ ვინმემ გაამტყუნა ქართველი სამხედროები, მაშინ გამტყუნდება საქართველო, ვინაიდან ეს სამხედროები ინდივიდუალურ, დამოუკიდებელ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ, ისინი მოქმედებდნენ მაშინდელი ხელისუფლების, მაშინდელი საქართველოს ხელმძღვანელობის დავალებით.

 

 

ჰააგის ტრიბუნალს საქმე წულუკიანმა გადასცა. ხომ ვიცით, რომ თქვა, რომ მე აქ ვეღარ ვიძიებ, თქვენ გამოიძიეთო. რატომ გააკეთა ეს, რატომ დააყენა საფრთხის ქვეშ, რატომ გარისკა, მე ვეჭვობ, რომ აქ ძალიან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე", ამბობს ოთარ კახიძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი