დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს
16-11-2018, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

 

 

„მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია და ასეთი ტყუილებით საუბარი. მეორე მხრივ, ყველა ქვეყანაში არის გარკვეული თემები, რომლებზეც მორატორიუმი ცხადდება იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკური საარჩევნო კამპანიების დღის წესრიგი. ცალსახაა, რომ არანაირი მორალი და ზნეობა არ გააჩნიათ ჩვენს ოპონენტებს და ნებისმიერი თემის გამოყენება სურთ პოლიტიკური ქულების დასაწერად.

 

 

ეს ის თემაა, რაზეც პოლიტიკური ჯგუფები არ უნდა კამათობდნენ და რაზეც ერთიანი კონსოლიდირებული აზრი უნდა გვქონდეს. მით უმეტეს ჯარით მანიპულირება. არც ერთი ქვეყანა ამის უფლებას თავის თავს არ აძლევს. ჯარი არის ის საფუძველი, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ პოლიტიკური სპექტრი არის ერთიანი თავდაცვითუნარიანობის და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების საკითში. თუნდაც, თუკი რომელიმე ყოფილ სამხედრო პირს აქვს სურვილი გამოეხატა მხარდაჭერა, ამის აფიშირება და ამაზე აქცენტების გაკეთება, ეს არის ამორალური და მიუღებელი. ეს ჩვენი ოპონენტების ხელწერაა. მათთვის ძალაუფლება არის ერთადერთი, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს“, ამბობს ცქიტიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი