ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს სად განაგრძობს საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შემდეგ. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.
"არ ვიცი, ვნახოთ, დავრჩები თუ გადავალ, ამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შს სამინისტროსაგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა 1 აგვისტოდან იგეგმება. პარლამენტმა შესაბამისი კანონი სამივე მოსმენით უკვე მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.