საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, გერმანულ ჟურნალ „Spiegel“- ში სტატია სათაურით „რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო” 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროსა და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს.
„წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა“ – ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ისგენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) „Spiegel“-ს განუცხადა.
რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი, რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა, სად არის სამედიცინო პრობლემები – ეს ის საკითხებია, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეფასდა.
„საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია – Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი – „დაბალი“.
International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.