სალომე ზურაბიშვილი: მე მინდა რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ავაშენოთ ნამდვილი, თანამედროვე ქართული საზოგადოება
17-11-2018, 15:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას  განაცხადა, რომ  უნდა ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის „კოპიო“, არამედ თანამედროვე და ქართული.

 

 

როგორც მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აცხადებს, პრეზიდენტი პოლიტიკაში ნაკლებად უნდა ერეოდეს რადგან მას სხვა უფრო მნიშვნელოვანი და ბევრი საქმე აქვს.

 

 

საპრეზიდენტო კანდიდატის აზრით, მას იმედი აქვს, რომ პრობლემების მოგვარების საკითხებში ურთიერთთანამშრომლობას შეძლებენ. მისი თქმით პრობლემები მართლაც არსებობს, მაგრამ პრობლემა რომ არ იყოს საინტერესოც არ იქნებოდა.

 

 

„ძალიან ბევრი საქმე აქვს პრეზიდენტს, თუ სერიოზულად მიიღებს ფუნქციას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე დღეს ნაკლებად მაინტერესებს. მე მინდა, რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ ის თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რაღაცა „კოპიო“ რომელიმე სხვა ქვეყნის, არამედ თანამდეროვე და ქართული. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის პედაგოგებზე, განათლებაზე. ძველი საქართველი, რომლიდანაც მე მოვდივარ და რომელზეც ვიღაცეებს პრეტენზია აქვთ, რომ ის ენა და კულტურა აღარ მოგვწონსო, დაფუძნებული იყო პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე. ეს არ არის მხოლოდ ხელფასის საკითხი. არის ხელფასის საკითხიც, თუმცა მთავარია ასევე საზოგადოების დამოკიდებულებაც. მე იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ ამ პრობლემების მოგვარებაში. პრობლემები არის, მაგრამ პრობლემა რომ არ იყოს საინტერესოც არ იქნებოდა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი