გიორგი მღებრიშვილი: ჩვენი მხრიდან უმკაცრესი რეაგირება ხდება პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობაზე
09-07-2015, 05:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკმაოდ მკაცრად ვრეაგირებთ არასათანადო მოპყრობაზე, თუკი ასეთი დაფიქსირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა "საიას" მიერ გამოქვეყნებული 2014 წელს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შესრულების ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით არასათანადო რეაგირებას აქვს ადგილი.


მღებრიშვილის განმარტებით, ის "საიას" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს არ იცნობს, თუმცა შეუძლია თქვას, რომ მისი უწყების მხრიდან, ყოველ მსგავს გამოვლინებაზე უმკაცრესი რეაგირება ხდება.

 


"ჩვენი დაწესებულების ერთ-ერთი დირექტორიც კი პასუხისგებაში მივეცით იმისთვის, რომ გაეპარა შემთხვევა, როდესაც პატიმარმა პატიმარზე იძალადა. იმ ადამიანმა სასჯელი მოიხადა. ასე, რომ შემიძლია გითხრათ, რომ ამ დოკუმენტს არ ვიცნობ და გავეცნობი, მაგრამ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ უმკაცრესი რეაგირება ხდება ჩვენი უწყების მხრიდან ყველა მსგავს გამოვლინებაზე", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი