„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარემ, ომარ მახარაძემ მმართველი პარტია დატოვა და ოპოზიციის რიგებს შეუერთდა.
ომარ მახარაძე ამბობს, რომ 2012 წელს ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებს შორის იყო, თუმცა, მმართველმა გუნდმა ყველა იმ პრინციპს უღალატა, რა დაპირებითაც 6 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა.
ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის შეფასებით, ახლა ერთადერთ ძალას შეუძლია და ეს გაერთიანებული ოპოზიცია და მისი საპრეზიდენტო კანდიდატია.
„2012 წელს ჩემი და ჩემი მეგობრების აქტიური მუშაობით შევცვალეთ ხელისუფლება უკეთესი მომავლის და ქვეყნის წარმატების იმედად. ჩემთვის, როგორ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერისთვის და აღმასრულებელი მდივნისთვის, პრიორიტეტი იყო ყოველთვის ხალხზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი რეგიონის და ქვეყნის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით მიმაჩნია ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“ განაცხადა ომარ მახარაძემ.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ომარ მახარაძე თანამდებობიდან, ფინანსური დარღვევების გამო, თავად გაუშვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.