მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ საარჩევნო ბანერებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„მე ვერ მხედავთ? მე მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი, ვიდრე პირველი სურათი და მგონი ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია. ვნახოთ, სტრატეგიის შედეგსაც ვნახავთ“, განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ძველი სურათი ნაკლებად მოსწონდა და ახალი საარჩევნო ბანერები უფრო ევროპული სტილისაა.
„პირველი ტურის დროს მეგონა, რომ ჩემი სურათი ძალიან ბევრი და დიდი იყო. ეს არ არის ის ევროპული სტილი, რომელიც მომწონს, მე ეს სტილი უფრო მომწონს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.