ბათუმში 14 წლის მოზარდი დაჭრეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ჭრილობები დაშავებულს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება იყო.
დაჭრილი საპატრულო ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გადაიყვანა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამჟამად მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.