ირაკლი აბესაძე: არჩევნების მეორე ტურის შედეგები იქნება ივანიშვილის და ზურაბიშვილის გარდაუვალი მარცხი
17-11-2018, 21:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით  განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები იქნება ივანიშვილის და ზურაბიშვილის გარდაუვალი მარცხი.

 

 

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

 

 

აბესაძე აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა მოქალაქეების დიდ ნაწილს ხმის მიცემის უფლებას შეუზღუდავს.

 

 

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ევროპული საქართველოს სარჩელი და საარჩევნო დღედ დატოვა სამუშაო დღე, რითაც მნიშვნელოვანი შეფერხება ექნება ამომრჩეველს საარჩევნო უბნებზე გამოცხადებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის არჩევანი იყო მარტივი, მათ და მათ კანდიდატს, ზურაბიშვილს არჩევნებში წაეგო ისე, რომ  ამომრჩეველი არ გაწვალებულიყო დამატებით. თუმცა, ამჯერად ივანიშვილის არჩევანი არის, წააგოს არჩევნები, მაგრამ გააწვალოს და შეფერხებები შეუქმნას ამომრჩეველს. ის, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები იქნება ივანიშვილის და ზურაბიშვილის გარდაუვალი მარცხი, ეს ცალსახაა იმიტომ, რომ ამომრჩევლის ნებას განაპირობებს არა საარჩევნო დღედ სამუშაო ან არასამუშაო დღის დაწესება, ან ამომრჩევლის შეშინება თუ მოსყიდვა, არამედ ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში გვაქვს“, განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი