თამარ ჩუგოშვილი: ჰააგის სასამართლოში ქვეყანას აქვს ერთი ინტერესი და ეს უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი
17-11-2018, 21:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჰააგის სასამართლოში ქვეყანას აქვს ერთი ინტერესი და ეს უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი – ამის შესახებ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგაში მიმდინარე გამოძიების თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურ წინასაარჩევნო დისკუსიაში ამ თემის შემოტანა არ არის სწორი და შეიძლება, ამან საერთო ინტერესი დააზიანოს.

 

 

„ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ქვეყანას აქვს ერთი ინტერესი და ეს უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი. როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვინ რომელ პარტიას წარმოვადგენთ, ვინ ოპოზიციაა, ვინ უმრავლესობა, აქ სახელმწიფო ინტერესი არის საერთო და არის ერთი – დადგინდეს საქართველოს მიმართ ჩადენილი საერთაშორისო სისხლის სამართლის დანაშაულები, როგორიც არის ეთნიკური წმენდა და ასე შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია – ეს უნდა იყოს ყველას საერთო ამოცანა.

 

 

ვფიქრობ, პოლიტიკურ წინასაარჩევნო დისკუსიაში ამის შემოტანა არ არის სწორი, არ არის კარგი და შეიძლება ამან დააზიანოს ის საერთო ინტერესი, რომელზეც მე ვსაუბრობ. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველას გვეყოფა პატრიოტიზმი, რომელიც საჭირო არის, რომ რაღაც საკითხებზე პოლიტიკური დაპირისპირებები გვერდზე გადავდოთ და ყველა ვიყოთ მობილიზებული, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ და საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულები მაქსიმალურად კარგად იყოს გამოძიებული. საქართველოს მხარემ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების პროცესს, რომ ეს დანაშაულები დადგინდეს.

 

 

მხოლოდ ეს შემიძლია ამ ეტაპზე ვთქვა. არის საკითხები, რომელზეც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ღიად ვერ ვისაუბრებ და იმედია, ამით ბოროტად არ ისარგებლებენ სხვადასხვა პირები“,  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი